გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ლადო ასათიანის  „კრწანისის  ყაყაჩოები

სწავლების საფეხური
პირველი
მოსწავლეთა პროფილი
11
მიზანი
·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
·         ასათაურებს ტექსტს;

გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
მწერლის  სათქმელის ამოცნობა ტექსტიდან.
სათაურის შერჩევაზე მუშაობა
ორი ტექსტის შედარება, შეპირისპირება, ანალიზი.

ესგ მისაღწევი შედეგები
2-1  2-2  2-4.
კავშირი საგნებთან
ისტორია, საუბარი კლასთან აღა-მაჰმად ხანის შემოსევაზე1795 წელს, კრწანისის  ბრძოლაზე , თბილისის გადაწვაზე ,ერეკლე მეორეზე  და სხვ.
წინარე ცოდნა
ანა  კალანდაძე  „ასეთი  დარი  თუ იყო მაშინ
რესურსები
სახელმძღვანელო

გაკვეთილის მსვლელობა
კლასს ნასწავლი აქვთ ოთარ ჭილაძისთბილისი“. ყურადღებას  ვამახვილებ ამ ლექსის მთავარ სათქმელზედღეს შენ ხარ და შენი ბრალია რაც შეგემთხვევა კარგიც და ცუდიცბავშვები იმსჯელებენ ,რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე.10-12წთ.
დაფაზე ვწერთ სიტყვას ყაყაჩო და მოსწავლეები ჩამოთვლიან სხვა ყვავილებს და  მათი ფერების. რა ფერისაა ყაყაჩო?
არ სახელდება სათაური და ისე კითხულობს მასწავლებელი  „კრწანისის ყაყაჩოებს“, ვაკვირდები რა შთაბეჭდილება მოახდინა ლექსმა კლასზე.  შემდეგ ხელახლა უსმენენ ლექსს და ფიქრობენ  მოუძებნონ ამ ლექსს სათაური ამ სათაურებს წერენ დაფაზე. პრეზენტაციით ეცნობიან სამასი არაგველის გმირობის ამბავს,  ერთხელ კიდევ აზუსტებენ ლექსის სათაურს. რის შემდეგ იგებენ  ნამდვილ სათაურს. 13-15წთ

გამომეტყველებით კითხულობს რამდენიმე მოსწავლეკრწანისის ყაყაჩოებსდა პასუხობენ კითხვებს. მთელ კლასს ჩავაბამ  კითხვა-პასუხში.
როგორ მიმართავს  პოეტი არაგველებს ლექსის დასაწყისში ? რას უნდა ნიშნავდეს სიტყვები  „გაუმაძღარო ომითა“? სისხლის ღვრის  დაუოკებელ სურვილს  ,თუ გმირების  ნაადრევ  სიკვდილს? რამ გაახსენა პოეტს გმირების მიერ დაღვრილი სისხლი? ,რა საერთო აქვს სისხლსა და ყაყაჩოს? რატომ ახსენებს პოეტი პატარა კახის ხმალს? რას უნდა ნიშნავდესხმლის სიმღერა? კიდევ სადშეგვხვდახმალაღმართული ერეკლე“? რატომ უწოდა ლადომ აყვავებულ კრწანისის ველს ბებერი?

ეძლევათ საშინაო დავალება: წერილობით გადმოსცენ რა მსგავსება-განსხვავებას ხედავთ ანა კალანდაძისა და ლადო ასათიანის ლექსებს შორის. შექმნან მსგავსება განსხვავების სქემას.
შეფასება
შეფასების რუბრიკა

No comments:

Post a Comment