პროექტის სათაური
|
მოზარდების დამოკიდებულება
ცხოვრებისადმი
|
პროექტის მთავარი
იდეა
|
მოზარდების ურთიერთდამოკიდებულების,
მათი სოფლის მცხოვრებლების მიმართ გამოჩენილი სხვადასხვანაირი ინტერესის გაცნობიერება.
|
პროექტის აქტუალობა
|
დისკუსია და პროექტზე
მუშაობის უნარის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და განსხვავებული
აზრის მოსმენის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
|
მიზანი
|
ნაწარმოების თემისა
და დედააზრის ამოცნობაზე მუშაობა, საპრეზენტაციო უნარების განვითარება, ტექსტის ეპიზოდებად
დაყოფა-დასათაურების უნარის განვითარება; მსჯელობა ადამიანის ზნეობაზე; ანალიტიკური
კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება.
|
მოსწავლეთა ასაკი
|
11
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
1 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მეხუთე კლასის
მოსწავლეს შეუძლია: კითხვებზე ვრცელი პასუხების გაცემა, ტექსტის თემისა და დედააზრის
ამოცნობა; ტექსტის ეპიზოდებად დაყოფა-დასათაურება; ცალკეული ეპიზოდების შინაარსის
ვრცლად გადმოცემა.
|
პროექტისთვის
საჭირო რესურსები
|
სასკოლო სახელმძღვანელო,
აუდიო-ვიდეო მასალა, დაფა, ცარცი, რვეული.
|
პროექტის მსვლელობა
|
აქტივობა 1.
კლასის დაყოფა
სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება: 1) პაპანაქებაში დანთებული კოცონი,
2) საქურდლად გადასული ბიჭის გმირობა; 3) სიკოს საქციელი (რატომ არ ამხილა ნოდარი)
აქტივობა 2. პრეზენტაციის
მომზადება თემაზე. მწყემსი ბიჭების სხვადასხვა შეხედულებები ჭყინტი სიმინდის მოპოვებაზე.
აქტივობა 3. დისკუსია
თემაზე, რატომ დაანთო ეფრემამ კოცონი? რატომ ვერ უბერავენ ბიჭები ღვთისოს ჭყინტის
ტაროების მოპარვას? რამდენად ეთიკურია ცალფეხა კაცის ბოსტანში გადაპარვა? რატომ არ
საუბრობს ბეჟანა პირველ პირში, როცა სიკოს ბოსტანში გადასვლას სთავაზობს ბიჭებს?
რატომ არ გაიქცა სიკოს ბოსტნიდან ნოდარი?
რამ აქცია ის გმირად? რატომ არ ამხილა სიკომ ნოდარი? ვერ მიხვდა მისვლის მიზეზს
თუ შეებრალა და დაინდო იგი?
აქტივობა 4. პირველ
ჯგუფს ვაძლევ დავალებას, წაიკითხონ ი. ჭავჭავაძის ლექსი „კაცად მაშინ ხარ საქები“.
და გაიგონ რა არის საერთო ამ ლექსსა და მოთხრობა „განელებულ კოცონს“ შორის.
მეორე ჯგუფს ვაძლევ
ასეთივე დავალებას ხალხური ლექსის „შრომით
და სიმამაცითა“
მესამე ჯგუფს
ვაძლევ ჩვენს მიერ ნასწავლი რომელი მოთხრობა მიესადაგება განელებულ კოცონს?
|
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ბუნებისმეტყველება,
სამოქალაქო განათლება
|
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
|
ონისე ვანაძე
|
ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა
|
Onisevanadze1@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
http://onisevanadze.blogspot.com/
|
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment